რეგისტრაცია

ავტორიზაცია

ტერმინთა განმარტება

აღმავალი აუქციონი

აღმავალ ინტრენეტ აუქციონზე გამოტანილ ლოტს განსაზღვრული აქვს მინიმალური ფასი. აუქციონი იწყება საგარანტიო თანხის(ბე) ღირებულებიდან. მონაწილეებმა უნდა დააფიქსირონ  შემოთავაზებული საგარანტიო თანაზე მეტი ღირებულება. თუ აუქციონის გახსნიდან 5 წუთის განმავლობაში არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს მაშინ აუქციონი იწყებს აღმასვლას მინიმალურ ფასამდე. თუ ამ დროის განმავლობაში არ მოხდება არცერთი პრედეტენტისგან ბიჯის დადება აუქციონი დასრულდება როდესაც ღირებულება მივა მინუმუმ ფასამდე. აუქციონში ჩართვამდე  აღმავალი აქუციონის მონაწილე პირი ვალდებულია გააკეთოს სასურველი შეთავაზება   მოცემული თანხის დიაპაზონის ფარგლებში.

 რევერსული აუქციონი

რევერსული-დაღმავალი აუქციონის შემთხვევაში ლოტს განსაზღვრული აქვს მინიმალური და მაქსიმალური გასაყიდი ფასი. თუ აუქციონის გახსნიდან 5 წუთის განმავლობაში არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს, ლოტის საწყისი ღირებულება იწყებს კლებას კლების ბიჯის შესაბამისად მინიმალურ ფასამდე, ხოლო თუ რომელიმე მონაწილე დააფიქსირებს ბიჯს, შესაბამისად ხდება ბიჯის მატება. ბიჯების კლება/მატება ხორციელდება ყოველ 5 წუთში. იმ შემთხვევაში როდესაც მონაწილე აფიქსირებს ბიჯს ლოტის მინიმალურ ფასამდე, ვაჭრობა გრძელდება ბიჯის მატების გზით, ხოლო თუ არ დაფიქსირდება მომდევნო ბიჯი 5 წუთის განმავლობაში, მონაწილე ცხადდება გამარჯვებულად. აუქციონში ჩართვამდე  მონაწილე პირი ვალდებულია გააკეთოს სასურველი შეთავაზება   მოცემული თანხის დიაპაზონის ფარგლებში. ვაჭრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს   www.2x2.ge ვებ-გვერდზე  დაწყებლ ინტერნეტაუქციონში. ამისთვის აუცილებელია მან გაიაროს რეგისტრაცია www.2x2.ge ვებ-გვერდზე და დარეგისტრირდეს შესაბამის ლოტზე. ასევე აუცილებელია დაეთანხმოს იმ სამ პირობას, რომლის შეთავაზებაც ხდება აუქცნიოში მონაწილების მისაღებად. აუქციონში ჩართვამდე  მონაწილე პირი ვალდებულია გააკეთოს სასურველი შეთავაზება   მოცემული თანხის დიაპაზონის ფარგლებში.

 კლასიკური აუქციონი

კლასიკურ ინტერნეტაუქციონზე გამოტანილ ლოტს განსაზღვრული აქვს საწყისი ფასი და მინიმალური ფასი. ლოტზე დარეგისტრირებულ პრედედენტებს შეუძლიათ ყოველ 5 წუთში დააფიქსირონ სასურველი შეთავაზება, რომელიც უნდა იყოს წინა შეთავაზებაზე მეტი. კლასიკურ აუქციონში გამარჯვებულია ის პრედედენტი, რომელიც ყველაზე მაღალ შეთავაზებას განახორციელებს.  აუქციონში ჩართვამდე   მონაწილე პირი ვალდებულია გააკეთოს სასურველი შეთავაზება   მოცემული თანხის დიაპაზონის ფარგლებში.

Short Sale 

ჩვეულებრივი დაღმავალი აუქციონისგან განსხვავდება მხოლოდ სააუქციონე ლოტის განთავსების შემჭიდროვებული ვადებით.

If Sale 

თუ if sale პირობით განთავსებული ლოტი აუქციონზე არ გაიყიდა მინიმალურ ფასად, ხდება ლოტის ღირებულების დაკლება ნულოვან ფასამდე და აუქციონში მონაწილეებს უფლება აქვთ, გააგრძელონ ვაჭრობა. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში აუქციონი არ ითვლება დასრულებულად. ქონების მესაკუთრეს უფლება აქვს, if sale პირობით აუქციონის დასრულებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში უარი თქვას შეთავაზებულ ფასად ლოტის გაყიდვაზე ან განსაზღვროს საკუთარი ფასი. მონაწილესა და ქონების მესაკუთრეს შორის კომუნიკაცია ხორციელდება ვებ-გვერდის მეშვეობით.

აუქციონში მონაწილეობის პირობები

 www.2x2.ge ვებ გვერდზე აუქციონში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  1. პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვებგვერდზეge
  2. geანგარიშზე განათავსოს თანხა რომლიდანაც მოხდება თანხების ჩამოჭრა -აუქციონში მონაწილეობის ღირებულება და ბე.
  3. დააფიქსიროს მისი საწყისი შემოთავაზება, რის შესახებ აუქციონის დანარჩენი მონაწილეებისათვის ცნობილი გახდება მხოლოდ აუქციონის დაწყებისას.

ბე 

ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება ინტერნეტაუქციონში მონაწილის ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა.

უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 

ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ, ქონების გასაყიდად წარსადგენი უპირობი და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

პირდაპირი შესყიდვის ღირებულება (Buy It Now) 

ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს საშუალება ეძლევა არ დაელოდოს სასურველ ნივთზე მიმდინარე აუქციონის დასრულების თარიღს და შეიძინოს ქონება დაუყოვნებლივ ,,პირდაპირი შესყიდვი“-ს (ე.წ. ,,buy it Now”) დადგენილ ფასად."პირდაპირი ყიდვის“- ს მეშვეობით ქონების შეძენით დაინტერესებული პირი, (ავტორიზებული მომხმარებელი) წინასწარ იხდის სასურველ ლოტზე მითითებულ საგარანტიო თანხას, აუქციონში მონაწილეობის საფასურს და ეთანხმება ვებგვერდის პირობებს. ღილაკზე ,,ყიდვა“ დაჭერითა და დადასტურებით ვლინდება გამარჯვებულად. ქონების ,,პირდაპირი ყიდვა“-ს (ე.წ. ,,Buy it Now”) მეშვეობით რეალიზების შემთხვევაში ნივთზე მიმდინარე აუქციონი ავტომატურად სრულდება.  „პირდაპირი ყიდვა“/“Buy It Now“-ს პირობით ქონების შეძენა შესაძლებელია დაღმავალი აუქციონის დაწყებამდე 1 საათით ადრე. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ,,buy it now” ფუნქცია ითიშება.

აუქციონში გამარჯვებული პირი 

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება), რომელიც ინეტრნეტაუქციონზე ვაჭრობისას, დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს და გაიმარჯვებს დაღმავალ ინტერნეტაუქციონში.